“არ ვფიქრობ, რომ ისეთი შემზღუდავი ღონისძიებები უნდა დავაწესოთ, როგორიც გვქონდა, ახლა მივდივართ სლოგანით – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.
მისივე თქმით, ახლა მთავარი სლოგანია – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“.
„დღევანდელი მონაცემებით, მე არ ვფიქრობ, ჩვენ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს. ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, არ დგას იმის აუცილებლობა, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი არ აღდგეს.
„დღევანდელი მოცემულობით, ამის საშიშროება არ არის. სასწავლო პროცესი რომ არ აღდგეს სექტემბერში, ამის აუცილებლობა არ არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.