გუგა ქაშიბაძე: ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

„პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია – 25 პროცენტი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ტრავმა მიიღო ბენზინის აალების შედეგად. ძირითადად ზედა კიდურების უკანა მხარე არის დამწვარი. ამ წუთისათვის პაციენტი სტაბილიზააციას ინარჩუნებს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი 30 მაისს გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები