ლელა სტურუა: თამბაქოს მოხმარება ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის და ვერ დაგვიცავს ინფექციური დაავადებებისგან

“თამბაქოს მოხმარება ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის და ინფექციური დაავადებებისგან ვერ დაგვიცავს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა სტურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში განთავსების მაჩვენებელი და ლეტალური გამოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ პაციენტებში.

„თვითონ მწეველი არის მაღალი რისკის მატარებელი თუნდაც თავისი ჩვევით – ხელი მიიტანოს ტუჩებთან. თამბაქოს მომხმარებლებზე უამრავი კვლევა დევს და ყველა მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები ინტენსიური თერაპიის ბლოკებში განთავსების მაჩვენებელი და ლეტალური გამოსავალი უფრო მაღალია ვიდრე არამწეველ კოვიდ პაციენტებში. თამბაქოს მოხმარება ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის და ვერ დაგვიცავს ინფექციური დაავადებებისგან, მით უმეტეს დაავადებებისგან რომელიც გართულებულად მიმდინარეობს ქრონიკულ პაციენტებში“, – განაცხადა ლელა სტურუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები