ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული ერთ-ერთი სტუდენტია.
ამასთან, როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა, ანა გაგლოევამ განაცხადა, გასულ დღე-ღამეში კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა, მკურნალობას 7 პირი აგრძელებს.
გუშინ ე.წ. რესპუბლიკაში რუსეთიდან 40-მდე სტუდენტი დაბრუნდა, დღეს კიდევ ერთ ჯგუფს ელოდებიან. ჩასულები საავადმყოფოსა და სასტუმრო “ალანში” არიან განთავსებულები.
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები 6 მაისს გამოვლინდა, სულ ამ ხნის განმავლობაში 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.