ბაზარი მცირდება, ფასები იზრდება – რა აჩვენა უძრავი ქონების ბაზრის კვლევამ

“თიბისი ბანკის”, ISET-ისა და ForSet-ის მიერ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად,2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 4.3%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 27,273 ერთეული უძრავი ქონების რეალიზება მოხდა, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტალთან (34,602 ერთეული) შედარებით 21.2%-ით ნაკლებია.
თბილისის მასშტაბით, ფასების ყველაზე მკვეთრი, 20%-იანი ზრდა ჩუღურეთში დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 948 დოლარია. ყველაზე მაღალი ფასი კი კვლავ მთაწმინდაზე ნარჩუნდება, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1,255 დოლარია.

უბნების მიხედვით უძრავი ქონების ფასი თბილისში ასეთია:
● მთაწმინდა – 1,255 დოლარი, წლიური ზრდა 16%;
● ვაკე – 1,118 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● საბურთალო – 976 დოლარი, წლიური ზრდა 9%;
● ჩუღურეთი – 948 დოლარი, წლიური ზრდა 20%;
● დიდუბე – 844 დოლარი, წლიური ზრდა 6%;
● კრწანისი – 943 დოლარი, წლიური ზრდა 5%;
● ისანი – 823 დოლარი, წლიური ზრდა 18%;
● ნაძალადევი – 675 დოლარი, წლიური ზრდა 8%;
● გლდანი – 659 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● სამგორი – 624 დოლარი, წლიური ზრდა 2%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები