“არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა” – შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და, შესაბამისად, საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საგარეო პოლიტიკა ამ მხრივ არის გაგრძელება საშინაო პოლიტიკის.

“ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ “ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით. ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით – გვაახლოებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და უსაფრთხოებას. თუკი საგარეო პოლიტიკა ამ ორი მიზანს არ ემსახურება, ეს არის მხოლოდ იდეოლოგიური თამაში და არა საგარეო პოლიტიკა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები