“ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები” – პაპუაშვილი

“ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ არ უნდა მოვერგოთ [სხვას], ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის ჩვენი ინტერესები და ასე ვესაუბროთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის იდეოლოგიური ლოიალობის ტესტი. ჩვენი ღირებულებები არ იტესტება სხვაგან, ჩვენი ღირებულებები ჩვენია და იტესტება ჩვენთან.

ჩვენი ღირებულებები წერია ჩვენს კონსტიტუციაში და არა ამერიკის კონსტიტუციაში, ჩვენი ღირებულებები წერია ჩვენს კანონმდებლობაში და არა გერმანიის კანონმდებლობაში. ეს მიდგომა უნდა გადატყდეს, რომ ჩვენ ვიზომებით სხვების სარკეში. ჩვენ ვიზომებით ჩვენი ხალხის სარკეში “, – აღნიშნა  პაპუაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები