გიორგი სოსიაშვილი – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ

“პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ბავშვობაში გვახსოვს, რომ დაუსრულებელი ტელესერიალები გადიოდა ხოლმე 90-იანების ბოლოს და ამას მაგონებს ამათი ქმედება. უდიდესი სიყალბე, ამ სიყალბეზეა აგებული ყველაფერი. დამოუკიდებელ ექსპერტად შერაცხეს ეს ადამიანი. პატრიცია გჟებიკი გახლავთ პოლონურ სახელისუფლებო წრეებთან აფილირებული ადამიანი. საგარეო საქმეთა უწყების საკონსულტაციო საბჭოს წევრი და წინასწარ დადებული დასკვნა შემოასაღეს საზოგადოებას, რომ თითქოს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაა. პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნად წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები