პაპუაშვილი – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს
“ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს და, საბოლოოდ, არის კარგი მაგალითი თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები მიეცა.
კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.