სემეკი: აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა

“ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

​ანგარიშის თანახმად, 2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება აფხაზეთის წილს მთლიან მოხმარებაში, 2019 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (61.3%) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდგენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 22.5%, ხოლო აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 16.1% შეადგინა, რაც 2,060 მილიონი კილოვატ საათია.

ელექტროენერგია, სემეკი, აფხაზეთი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები