“დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს სექტორში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას”

“საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე, თბილისის მერიასა და სექტორს.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეიძლება, ეს არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის  არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემაც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები