ელჭექი და ზღვაზე ღელვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.