ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე 28 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი ტროტუარზე იდგა, როცა მას სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა. ერთ–ერთმა თვითმხილველმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.