ესპანეთში 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღეიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ეროვნული დროშები იქნება დაშვებული.

ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ყველა რეგიონში წუთიერი დუმილი იყო.

მოსალოდნელია, რომ რამდენიმე კვირაში, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მეფე ფელიპე VI ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიას გაუძღვება.

გარდა ამისა, გლოვის ნიშნად ესპანეთის დროშას ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელშიც დაუშვებენ.

27 მაისის მდგომარეობით, ესპანეთში ვირუსს 27 117 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები