ყაზბეგში, ადმინისტრაციულ შენობებზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად დროშები გამოიფინა

26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლის შენობებზე საქართველოს დროშები გამოიფინა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.
“102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველო რუსეთის იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხდდა – ეროვნულმა საბჭომ “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი” მიიღო.
წელს, კორონავირუსის პანდემიის არსებობის გამო, დამოუკიდებლობის დღე საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების გარეშე მოკრძალებულად აღინიშნება.
დიდება და პატივი მათ, ვინც იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის და თავი შესწირა მის დამოუკიდებლობას”, -ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები