საქსტატი: საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა გაიზარდა

2020 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა.

საქსატატის მონაცემებით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 4.0 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ. სული შეადგინა.
ღორის რაოდენობა 168.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 28.7 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლნ. ფრთას მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები