შოთა არველაძე: მინდა, ამ რთულ მომენტში ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ “ფახთაქორის” მწვრთნელი, შოთა არველაძე აცხადებს, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი ბუნებით, ხასიათითა და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით – ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – წერს არველაძე „ფეისბუქში“.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები