მარნეულში ძარცვის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში თანასოფლელს – 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების ოთხიდან რვა წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები