პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს.

“24 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 24 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 15 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 23 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები