მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728, ახლა 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს საქართველოში. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და 522-ია გამოჯანმრთელებული ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი. ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე – საკარანტინე სივრციდან.

ჩვენთან კვლავ რჩება 35 პაციენტი, რადგან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა და ერთი ახალი მივიღეთ, რომელიც არის მუშევანიდან. პაციენტი სოფელში დადასტურებულების კონტაქტია. მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის არის საკარანტინე სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები