საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს

23 მაისიდან, ანუ, დღეს ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისივე თქმით, იმ პირობებში როდესაც ვირუსი ბოლომდე დამარცხებული არ არის მთავრობას კვლავ უწევს აქტიური ღონისძიებების გატარება.

“დღეს, როდესაც საგანგებო მდგომრეობა ბევრ ქვეყანაში გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანეგებო მდგომარეობის გაუქმებასა და ასევე, სხვა შეზღდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან ანუ დღეს ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათიც. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შვაჩეროთ კოვიდ-19-ის გავრცელება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები