ვლადიმერ ბორცვაძე: შეზღუდვები ემსახურება მიზანს, რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ COVID-19 ის გავრცელება

„შეზღუდვები ემსახურება მიზანს, რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ COVID-19 ის გავრცელება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ბორცვაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები კერძო საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე იხსნება, ტაქსების შემთხვევაში კი რეგულაცია ძალაში რჩება.

„შეზღუდვები კერძო საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე იხსნება და შესაბამისად, მოქალაქეები გადაადგილდებიან თავისუფლად კერძო სატრანსპორტო საშუალებებით. რაც შეეხება ტაქსებს, ამ შემთხვევაში რეგულაცია რჩება ძალაში. სამ პიროვნებაზე მეტის ყოფნა ტაქსში კვლავ რჩება აკრძალული, შესაბამისად, საპოლიციო დანაყოფები უზრუნველყოფენ ამის კონტროლს, ისე როგორც ამას აქამდე ახორციელებდნენ. ბუნებრივია, შეზღუდვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად თავი დავიცვათ COVID-19 ის გავრცელებისგან, ვინაიდან ტაქსებში სხვადასხვა მოქალაქეების განთავსება ხდება და არსებობს უფრო მაღალი რისკი, რომ COVID -19 გავრცელდეს. შესაბამისად, ეს რეგულაცია ჯერ ჯერობით ძალაში რჩება, გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს რეკომენდაცია ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად არის მიღებული და ეს შეზღუდვა იმოქმედებს იმ პერიოდში, სანამ რისკები იარსებებს. რაც შეეხება ემ 1 და ემ 2 კატეგორიას, სამარშუტო ტაქსებს, ჯერ-ჯერობით სამარშუტო ტაქსების გადაადგილებაც, საქალაქთაშორისოც და ქალაქს შიგნით გადაადგილება შეზღუდული რჩება , ესეც გარკვეული პერიოდის მანძილზე და ესეც ამ მიზანს ემსახურება, რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ COVID 19ის გავრცელება“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები