ამირან გამყრელიძე: ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, დიდხანს დაგვჭირდება მკაცრი შეზღუდვების გამეორება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიებს ტალღისებური მიმდინარეობა აქვთ. ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ მეორე და მესამე ტალღა იქნება.

როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და, რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება დიდხანს დაგვჭირდება.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხროვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება. ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღუდვები მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინების გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა – ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს.

ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებებისა და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები