რატიანი: რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.
ამის შესახებ რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„კლინიკაში, ამჟამად, 18 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გვყავს, ბოლო ორი კვირაა, არცერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია, ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება.

ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ აქვს, ქრონიკული პათოლოგიები ვლინდება და რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ იქნება“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები