პრემიერი: მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ

“ძალიან კარგად გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როცა მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველია.

„ძალიან კარგად გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როცა მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ.

გასაგებია, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია. მაგრამ, მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი  ჩვენს პირობებში არის ვირუსის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები