“მოქალაქეებისთვის, ვინც დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი შემოსავალი გაუარესდა, გაგრძელდება სესხის 3-თვიანი გადავადება – მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში”

“ჩვენ განვაახლეთ დიალოგი საბანკო სექტორთან, რეგულატორთან ერთად და მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა საბანკო სექტორის მხრიდან, კორპორატიულ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ იმიტომ, რომ ეს გადავადების პროცესი საკმაოდ მძიმეა ასევე საბანკო სექტორისთვისაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორს შორის. სამთვიანი გადავადებით უკვე ისარგებლა და დღემდე განაგრძობს სარგებლობას, ფაქტობრივად, ყველა მსესხებელი, ვისაც ამის სურვილი გააჩნდა, ეს იყო პირველი ეტაპი და მაშინ მთავრობა, ეროვნული ბანკი და ბანკები შეთანხმდნენ ამ პოლიტიკაზე. ჩვენმა ეფექტურმა მუშაობამ, მათ შორის, საბანკო სექტორსა და რეგულატორთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის გადავადების არცერთი ქვეყნის პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ეს არის უპრეცედენტო აქტი.
აქ საუბარია იმაზე, რომ თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი შემოსავალი გაუარესდა იმდენად, რომ ის ვეღარ ახდენს საბანკო სესხის მომსახურებას, ამ ადამიანებისთვის გაგრძელდება 3-თვიანი გადავადება ბანკების მხრიდან და არის კიდევ მეორე კატეგორია – ადამიანები, რომლებსაც ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით და აძლევს სხვადასხვა სახის კომპენსაციას, ამ ადამიანებსაც, თუ აქვთ მათ სესხი, აქვთ საშუალება, რომ ავტომატურად ისარგებლონ მსგავსი შეთავაზებით ბანკებისგან”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები