ირანში კორონავირუსით მედიცინის თითქმის 10 ათასი თანამშრომელი დაინფიცირდა, არიან გარდაცვლილებიც

ირანში კორონავირუსით ჯანდაცვის სისტემის თითქმის 10 ათასი თანამშრომელი დაინფიცირდა, არიან გარდაცვლილებიც.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქასემ ჯან ბაბაიმ განაცხადა.

“სამედიცინო სფეროს თანამშრომლებში დაინფიცირების რისკები ძალიან მაღალი იყო, თუმცა ისინი მაინც ებრძოდნენ დაავადებას. ამასთან, კორონავირუსით მედიცინის თითქმის 10 ათასი მუშაკი დაინფიცირდა, ზოგიერთი გარდაიცვალა”, – განაცხადა ბაბაიმ.

მინისტრის მოადგილეს არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია.​

​21 მაისის მდგომარეობით, ირანში კორონავირუსით 126 949 ინფიცირებულია, 7 183 ლეტალური შემთხვევა და 98 808 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები