პაატა იმნაძე: ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ
„მესმის, რომ ძალიან შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდით გვყავს მეზობელი ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა, გაუქმდა აკრძალვები, აღდგა ტრანსპორტი, დახურული და ღია რესტორნებიც გაიხსნა, ანუ ყველაფერი გაიხსნა. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო 3 დღეში იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.
“რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით“,- განაცხადა იმნაძემ.