გაბრიელ სალოსის გამზირზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – აცხადებენ პროკურატურაში.