საქსტატი: ჩინეთში ექსპორტი 207%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 207%-ით გაიზარდა და $135.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ექსპორტი 29.3%-ით შემცირდა რუსეთის ფედერაციაში და ის $125.6 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
ცნობისთვის, იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – თურქეთი.
უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 145.2 მლნ. აშშ დოლარით აზერბაიჯანი იკავებს, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 135.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 125.6 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით.

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 406.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 270.1 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 221.8 მლნ. აშშ დოლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები