გიორგი გახარია: საქართველომ ეს ეპიდემია, ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

“საქართველომ ეს ეპიდემია, ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში სტუმარმასპინძლობის დარგში დიდი კომპეტენცია დაგროვდა, აშენდა ახალი სასტუმროები, რასაც მომხმარებელი სჭირდება.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარმასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ ჩვენ მარტივ რაღაცას ვამბობთ – საქართველომ ეს ეპიდემია, ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები