საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB – 1,266 მლრდ დოლარი), მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA – 917,753 მლნ დოლარი) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD – 914,832 მილიონი დოლარი).
რაც შეეხება ქვეყნებს – ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, 30 აპრილის მდგომარეობით, 1,173 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი – 1,020 მლრდ ლარი; იაპონია – 696,763 მილიონი ლარი; რუსეთი – 155,563 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები