პოლიციამ ბათუმში საკარანტინე სასტუმროს ნომრიდან ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების  5-დან 8 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები