ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერება.

“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 63 პაციენტი იმყოფება, აქედან კორონავირუსი 43-ს აქვს დადასტურებული. დღეს კიდევ ერთ პაციენტს გავუშვებთ. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს – დისტრეს სინდრომით, ორმხრივი პნევმონიით, მართვით სუნთქვაზეა, ასაკოვანია. ბოლო ორი დღეა სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება. ბოლო ორი დღეა, კლინიკაში კოვიდინფიცირებულები აღარ მიგვიღია. ბოლო ვინც მივიღეთ, იყო ბოლნისის კლასტერიდან“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები