ლარი კვლავ გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0028 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.2005 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2033 ღირდა.
0.0008 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4594 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4586 ლარი იყო.