გადაუღებელი წვიმების შედეგად, მილანი დაიტბორა

მილანი და მისი გარეუბნები გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა.

La Stampa-ის ინფორმაციით, ქალაქის ცალკეულ რაიონში წყალმა სარდაფები და ქუჩები დაფარა.

მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წვიმის შედეგად მდინარე სევეზო ადიდდა.

წყალდიდობის გამო ადგილობრივი მეტროს ორ სადგური გაჩერებულია, მგზავრები სპეციალური ავტობუსებით გადაჰყავთ, ასევე, შეცვლილია ტრამვაისა და ავტობუსების მარშუტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები