სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათას გადააჭარბა, 52 გარდაცვლილია

​სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 4 044 ინფიცირებულია.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 3-ით გაიზარდა და 52-ს მიაღწია.

ამასთან, ვირუსის დამარცხება 1666 პაციენტმა შეძლო.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გახანგრძლივდა, 25 მაისიდან რესპუბლიკაში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება როგორც ღია, ისე  – დახურულ საჯარო სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები