იაპონიის პრეფექტურების უმრავლესობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა
იაპონიაში 47 პრეფექტურიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 39-ში გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ შეეხო ტოკიოსა და ოსაკას.
იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა 7 აპრილს გამოაცხადა, მოგვიანებით კი 31 მაისამდე გაახანგრძლივა.
მთავრობამ ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში კოვიდ-19-ის 16 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 680 ადამიანი.