ILGA-Europe: საქართველო სექსუალური უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფაში რეგიონში ლიდერია

სექსუალური უმცირესობების საერთაშორისო ასოციაცია ILGA-Europe-მა გეების, ლესბოსელების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსუალების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 49 ქვეყნის მონაცემია შეყვანილი.

ორგანიზაცია 2009 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს კვლევას – Rainbow Map Europe, რომელიც ეფუძნება იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკა და კანონები ლგბტ თემის წევრებზე. ასევე, ყურადღება ექცევა კრიტერიუმების ფართო სპექტრს, როგორებიც არის, მაგალითად, თანასწორობა, ოჯახური ურთიერთობები, სიძულვილის ენა და სხვა.

კვლევის თანახმად, ყველაზე კარგად  ლგბტ თემის უფლებები 89,10%-ით უზრუნველყოფილია მალტაზე, შემდეგ მოდის ბელგია, ლუქსემბურგი, დანია, ნორვეგია, ესპანეთი, პორტუგალია, ფინეთი, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და სხვა.

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს – რეიტინგის თანახმად, მასში საქართველო ლიდერობს, რომელიც 30-ზეა სექსუალური უმცირესობების უფლებების 30,26%-ის უზრუნველყოფით. სომხეთი ნუსხის 47-ე ადგილს 7,49%-ით იკავებს, აზერბაიჯანი კი ბოლო – 49-ე ადგილზეა 2,33%-ით. თურქეთი 48-ე ადგილზეა.

რუსეთიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო, 46-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები