ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ “იუგოსეტპოტრებნადზორის” ე.წ.ხელმძღვანელმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.
მისი თქმით, ოთხი მათგანი სამშობლოში დაბრუნებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია, ერთი კი ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქე ქალია. ყველა მათგანი კარანტინზე იმყოფებოდა.
ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში 30 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.
ორკვირიან საკარანტინო რეჟიმზე 279 ადამიანი იმყოფება, სამედიცინო დაწესებულებებში კი – 139, სახლის პირობებში თვითიზოლაციაში 43 პირია, 24 – სასტუმრო “ალანში”.