სომხეთში კორონავირუსით უკვე 3718 ადამიანია ინფიცირებული – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გახანგრძლივდა

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 3718 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

გასულ დღე-ღამეში ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 49 გარდაცვლილია.

ახალი სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 1572 პირმა შეძლო.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ დღეს საგანგებო მდგომარეობის 13 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, როგორც პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, საგანგებო ვითარების პერიოდში დაწესებული შეზღუდვების შესუსტება გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები