მავნე აირებით გარემოს დაბინძურება 30%-ით შემცირდა – რა გავლენა მოახდინა Covid 19-ის პანდენიამ გარემოზე

რა გავლენა მოახდინა Covid 19-ის პანდენიამ გარემოზე – ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით Covid 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ტრანსპორტისა და ქარხნების დიდი ნაწილის გაჩერებამ, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ ჰაერის დაბინძურების დონის მკვეთრად შემცირება გამოიწვია.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, პანდემიის პირობებში ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევა 6%-ით შემცირდა. გარემოს მავნე აირებით დაბინძურება კი 30%-ითაა  შემცირებული.
„ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც, პანდემიის პირობებში მკვეთრად შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.

განსაკუთრებით კლების მაჩვენებელი მოდის N02-ის (აზოტის დიოქსიდი) კონცენტრაციაზე, რაც განპირობებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებით.
აუცილებელია, გავიაზროთ გაკვეთილი, რომელიც გვასწავლა ამ პანდემიამ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“, – აცხადებენ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები