არჩილ თალაკვაძე: პენსიონრებს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პენსია გაიზრდება, მოხდება პენსიის ინდექსაცია. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც საკანონმდებლო ორგანო ბიუროსა და პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს, მათ შორის არის სახელმწიფო პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები.
მისივე თქმით, პენსია, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაიზრდება.
„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს – გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, როგორც პირობა იყო მიცემული, მოხდება პენსიის ინდექსაცია, რითაც პენსიონრებს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები იმის მიხედვით, თუ რა ეკონომიკური ზრდა ექნება ქვეყანას. ეს იმის გარდა, რა ზრდასაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე წელს და მომავალ წელს ვაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.