წვიმა ელჭექით, სეტყვა, ძლიერი ქარი – დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები