ირაკლი ბერია: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას ადგილზე გაუწიოს სამედიცინო დახმარება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, მოსახლეობას დახმარება ადგილზე გაუწიოს.

„ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი არის მძიმე ვითარება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ამას ართულებს ოკუპაციით გამოწვეული შეზღუდვები, პრობლემები არის, ასევე, როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე, ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას აქვს მზაობა და აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყველა სათანადო მომსახურებით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებით. ამას ჩვენ წლებია, ვაკეთებთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენ, ასევე, მზად ვართ, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ადგილზე მათთვის დახმარების გაწევის კუთხით. მთავარია, ამ შემთხვევაში საოკუპაციო ძალამ ხელი არ შეუშალოს ამ ნაბიჯებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები