ლევან დავითაშვილი: მიწის რეგისტრაცია უმთავრესი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ​სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიწის რეგისტრაციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია და დაახლოებით 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს.
„არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს სწორი მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელიწადში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის დროიდან. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამებში.
მიწის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს – ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები