გიორგი გახარია: თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს

“თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები