უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულ მედიკოსთა რიცხვმა 3,1 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით კიდევ 88 მედიკოსი დაინფიცირდა, ჯამურად, ვირუსი მედიცინის 3 114 ათასი პერსონალს აქვს დადასტურებული, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა.

​რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ დანარჩენ სტატისტიკას – გასულ დღე-ღამეში ვირუსის 375 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 22 ბავშვია, სულ უკრაინაში 16 023 დაავადებულია.

COVID-19-ს ქვეყანაში 425 პაციენტი ემსხვერპლა, 3373 კი გამოჯანმრთელდა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები