რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ულოცავს.

“საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას “პირველწოდებული”. ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.
2019 წლიდან საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს. პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები