გიორგი გახარია – 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა

“8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნის ელჩებმა პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმითვე, სისტემა, რომელზეც შეთანხმება შედგა, იმდენად ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია.

„8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნის ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა. სისტემა, რომელზეც შეთანხმება შედგა, იმდენად ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივაც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. შესაბამისად, პერსონალურად ჩემთვის პროპორციულ სისტემას ამ პროპორციულ სისტემასთან მიახლოებულ სისტემას, რომელითაც წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები